18 აპრილი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოს, ICOMOS-ის, ინიციატივით დაწესდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის დაწესების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.