27 წელი სოფელ ვაშლოვანის ტრაგედიიდან

18 აპრილი 2025, 13:44 325 ნახვა

სოფელ ვაშლოვანში მომხდარი ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. უბედური შემთხვევის ადგილას დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები. 

მათ ტრაგედიის დროს დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს. ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდნენ ასევე ხულოს მერიისა და საკრებულოს წევრები.

შეგახსენებთ, რომ 1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი