ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

19 აპრილი 2025, 18:00 313 ნახვა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლი, 15:36 საათზე გადმოვიდა.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.  წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.   იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს "ჯორჯიან ეარვეისის" რეგულარული რეისით დღეს საღამოსვე ჩამოიტანენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი