წმინდა ცეცხლი საქართველოშია

19 აპრილი 2025, 23:53 134 ნახვა

საქართველოში ისრაელიდან წმინდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს. სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ წუთებში, დაეშვა.

თვითმფრინავში სასულიერო პირები იმყოფებიან, რომლებიც წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში განაწილდება.

სასულიერო პირებთან ერთად აღნიშნული სპეცრეისით საქართველოში ისრაელიდან ??  საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში მორწმუნეები და სასულიერო პირები დახვდნენ.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა დღეს, 15:36 საათზე იზეიმეს. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი