მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს

20 აპრილი 2025, 00:11 301 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურღიას სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი აღავლენს. მორწმუნეები ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ისმენენ.

ღამისთევის მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სრულდება.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ.

ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

მსახურებას, ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს, 3 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეუძლიათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი