საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, თავმდაბლობისა და თანაგრძნობის სიმბოლო - მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.
მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!" - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
რომის პაპი ფრანცისკე, დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.