თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - ბიძინა ივანიშვილი

21 აპრილი 2025, 14:28 271 ნახვა

თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

„პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ.

როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი