ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ავარიის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის კი ნაწილობრივ აღდგენილია.