რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ამის შესახებ ვატიკანის წარმომადგენელმა კარდინალმა კევინ ფარელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ფრანცისკე 88 წლის იყო და ცოტა ხნის წინ ორმაგი პნევმონიის სერიოზული შეტევა გადაიტანა. რომის საავადმყოფოში 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა.
6 აპრილს პირველად გამოჩნდა ვატიკანში. საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტი გადადგა.
ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში. კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში საიდუმლო კენჭისყრაზე აირჩევენ. კარდინალთა კოლეგია კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპს აირჩევს.