შეხვედრა მეფუტკრეებთან

22 აპრილი 2025, 10:14 189 ნახვა

ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ფუტკრის აღნიშნულ დაავადებასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის  სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მეფუტკრე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ  დაავადების მართვის მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება.

უწყების ინფორმაციით,  ტროპილელაფსოზის სავარაუდო შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა განახორციელა.

ფუტკრის ოჯახებს ჩაუტარდა კლინიკური დათვალიერება და აღებული ნიმუშები გაიგზავნა როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ასევე საფრანგეთში მდებარე რეფერალურ ლაბორატორიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი