დღეს აჭარისა და გურიის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, 24 აპრილს 15:15 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "პალიასტომი 2". შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონების მოსახლეობის ნაწილს 15 წუთის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მხრიდან 15:30 წუთზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა", - აღნიშნულია განცხადებაში.