წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმა.
''საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ პაპი ფრანცისკე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართველი ხალხის გულებში. 2016 წელს წმინდა მამის ისტორიული ვიზიტი თბილისში ადასტურებს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც ქრისტიანული ტრადიციიდან იღებს სათავეს.” - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
ცნობისთვის, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია ხვალ, ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე დაიწყება.