ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. „ზღვარზე“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მაყურებელმა მცირე სცენაზე იხილა. გუგა მგელაძის პიესის "ფერფლისფერი ფანტელების უდაბნოს" მიხედვით თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ დადგა.
სპექტაკლი გვიყვება გულწრფელი და ფაქიზი სიყვარულის შესახებ, რომელიც ნაპრალებად იშლება, მარტოობის შიშსა და იმედზე, რომელიც, შესაძლოა , ჯერ კიდევ არ გამქრალა.მაყურებელს სპექტაკლის ნახვა დღეს და ხვალ, ასევე 7,8 და 29 მაისს შეუძლია.