ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. კაპელა ფესტივალზე სოლო კონცერტით წარსდგება . ფესტივალი, რომლის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა და ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას 2010 წელს დაარსდა და უკვე მეთხუთმეტედ იმართება.მასში როგორც ქართული ასევე უცხოური საგუნდო კოლექტივები მონაწილეობენ. ბათუმის კაპელა ფესტივალის უცვლელი მონაწილეა. წელს მისი სოლო კონცერტი თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართება. საერთო ჯამში კი ფესტივალი 11 კონცერტს მოიცავს.