აჭარის პირველობა ინგლისურ სპორტინგში

27 აპრილი 2025, 17:29 176 ნახვა

აჭარის პირველობა გაიმართა დღეს  ინგლისურ სპორტინგში. მოძრავ სამიზნეებზე სროლაში ერთმანეთს 45 მოყვარული მსროლელი შეეჯიბრა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მონაწილეებს კი  პრიზები გადაეცათ.
აჭარის პირველობას ინგლისურ სპორტინგში  მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია „მაჭახელა“  ყოველწლიურად ატარებს. ჩემპიონატზე გამოვლენილი წარმატებული მსროლელები ივლისის თვეში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი