ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

27 აპრილი 2025, 20:44 7792 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა, ხოლო დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს  სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო-დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს, ორი მათგანი საავადმყოფოში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალა განახლებადია

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი