ახალი საცხოვრებლები ეკომიგრანტებისთვის

29 აპრილი 2025, 10:03 107 ნახვა

ბინები ეკომიგრანტებისთვის. 7 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ააშენოს საცხოვრებელი სახლი.

სამინისტროს თანადაფინანსებით წელს უსაფრთხო საცხოვრისი ჯამში 60-მდე ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა.

სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 150 ოჯახს ექნება. ერთი თვის წინ პროგრამის ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი