„ასეთი სიყვარული იციან გვირილებმა“- ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. ნათელა შაინიძემ წიგნი მეგობარს მიუძღვნა და თქვა ,რომ მასში რეალური , ძირითადად სათავგადასავლო ამბებია მოთხრობილი.
ნათელა შაინიძე სამი წიგნის ავტორია, წერს როგორც პოეტურ,ასევე პროზაულ ნაწარმოებებს. შემოქმედებით საღამოზე ავტორმა სტუმრებს საკუთარი ბიოგრაფია და ლიტერატურული ნამუშევრები გააცნო,ასევე ისაუბრა ახალი წიგნების გამოცემასთან დაკავშირებულ გეგმებზეც.