ჩვენთან მოთავსებული არც ერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - "თოდუას კლინიკა"

30 აპრილი 2025, 10:25 110 ნახვა

ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არც ერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე, – ამის შესახებ ნათქვამია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.

„ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული. „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით. ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები“, - ნათქვამია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.

თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის გამო, კლინიკა "ჰელსიკორიდან" პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

კლიკიკა "ჰელსიკორი"-ს  განცხადებით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები, რომლებიც გადანაწილდნენ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში უსაფრთხოდ იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში