ვაზიანის ბაზაზე თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

30 აპრილი 2025, 11:17 58 ნახვა

დღეს თავდაცვის ძალების დღეა. ვაზიანში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში