საერთაშორისო პროექტის “MACRO CLEAN''-ის პრეზენტაცია  

30 აპრილი 2025, 14:08 210 ნახვა

ბსუ-ში პროექტ MACRO CLEAN-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში  წყალმცენარეებზე სიღრმისეული  კვლევა  უნდა ჩატარდეს და ჩამოყალიბდეს  მეთოდოლოგია წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად.

დაგეგმილია შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდა სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში. 

პროექტი ,რომლის ბიუჯეტი  მილიონ სამასი ათასი ევროა, 30 თვიანია და  სემინარებს,  ტრენინგებს დასუფთავების ღონისძიებებსა და  საერთაშორისო კონფერენციებსაც მოიცავს.  

პროექტი ევროკავშირის შავი ზღვის აუზის  ტრანსსასაზღვრო  თანამშრომლობის  პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი პარტნიორები  ბსუ-სთან ერთად  თურქეთის სინოპის უნივერსიტეტი,მარმარის  რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და  ბულგარეთის შუმენის უნივერსიტეტი არიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში