ჭიათურაში მაღაროელთა აქცია გრძელდება

01 მაისი 2025, 14:09 84 ნახვა

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ოთხ დაკავებულ მაღაროელს და იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოლიდარობის ნიშნად, დღეს ჭიათურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

აქციაზე მაღაროელებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შავი პიარის აგორება მიმდინარეობს. როგორც აქციაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, არ გამორიცხავენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თვითდაზიანება მიიყენა, რათა შემდეგ პროტესტის აქტივისტები დაეკავებინათ.

მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩავიდნენ, აქციას შეუერთდნენ ადგილობრივებიც.

ჭიათურის ცენტრში მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, ჭიათურაში 28 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში