საქსტატის მონაცემებით 2024 წელს მოსახლეობის 18.1 პროცენტი სოციალურ დახმარებას იღებდა 

02 მაისი 2025, 14:54 140 ნახვა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, იგივე საარსებო შემწეობას 671 337 ათასი ადამიანი იღებდა.

აქედან 222 618 ათასი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. 

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ჯამში შემწეობას მოსახლეობის 18.1%-ით იღებდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში 2023 წელს - 656 128 ადამიანი იყო ჩართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში