დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის ვიცე-მერი შეხვდა

02 მაისი 2025, 17:51 151 ნახვა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ, დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ხმალაძემ ხანძრის შედეგად განადგურებული მაღაზიები დაათვალიერა და ადგილზე შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს.
დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში