დღეს "ბათუმობაა"

03 მაისი 2025, 10:40 209 ნახვა

დღეს "ბათუმობაა" - ქალაქის მთავარი დღესასწაული, ტრადიციულად, საზეიმოდ აღინიშნება. გასართობი აქტივობების მთავარი ლოკაცია ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაა.

ღონისძიებები დღის 12 საათიდან დაიწყება, იქნება თეატრალური წარმოდგენები და ასევე კონცერტი, რომელშიც ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.

ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ბათუმელებსა და ქალაქის  სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ. დღესასწაულის მონაწილეები ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებენ. წარმოდგენილი იქნება ზვის პროდუქტებიც.

დღესასწაული ორდღიანია და 4 მაისს, საპატიო ბათუმელების დაჯილდოვებითა და გალა-კონცერტით დასრულდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში