პროტესტი მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად

03 მაისი 2025, 12:01 136 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების აქცია მიმდინარეობს.

მშობლებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები. მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში