საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის - ალექსანდრე ჩივაძის, 70 წლის საიუბილეო საღამო მოეწყო. საღამოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის, წარმატებული საფეხბურთო კარიერიდან აღსანიშნავია 1981 წელს თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ასევე იგი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.