„ბათუმობა 2025“ - დღეს საპატიო ბათუმელების დაჯილდოება გაიმართება

04 მაისი 2025, 10:08 193 ნახვა

ბათუმში ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება.

ძირითადი აქტივობები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.

გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები, გასტრონომიული კუთხე. 

მაყურებლის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა შემსრულებლები და ანსამბლები.

დღეს, საპატიო ბათუმელებისა და ბათუმის საპატიო მოქალაქეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.

„ბათუმობა 2025“ გალაკონცერტით დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში