თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, აღნიშნავს, რამდენიმე დღეა კორპუსის პირველ სართულზე, აფთიაქში რემონტი დაიწყო და შესაძლოა შემთხვევის მიზეზი, საყრდენი კედლის ჩამონგრევა იყოს.
მისივე თქმით, მოსახლეებს ესაუბრნენ მერიის წარმომადგენლები და სანამ ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, შეჰპირდნენ, რომ საცხოვრებელს გამოუყოფდნენ.