მეწყერი ლენტეხში - გარე სამყაროს 40-მდე სოფელი მოწყდა 

05 მაისი 2025, 14:50 110 ნახვა

ლენტეხში, სოფელ ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო გარე სამყაროს 40-მდე სოფელი მოწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერი ავრცელებს. მისი თქმით, სოფლების მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და სამაშველო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მერიის ცნობით, დაშავებული არავინაა. 

ასევე მეწყერი ჩამოწვა მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზეც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კალა-უშგულის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში