დღეს ზურაბ გორგილაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა

05 მაისი 2025, 18:02 162 ნახვა

დღეს გამოჩენილ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, ზურაბ გორგილაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და პოეტის ოჯახის წევრებთან ერთად პოეტის ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოეტის შემოქმედება, საზოგადოებრივი ღვაწლი და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ზურაბ გორგილაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მემედ აბაშიძის სახელობისა და სხვა არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში