მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

06 მაისი 2025, 10:09 121 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტერებში საზეიმო წირვა ტარდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი – მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში ეს წესი საქართველოდან გადავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში