პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

07 მაისი 2025, 13:23 122 ნახვა

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 188 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ქალაქ გორში გაასაღეს.

ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში