“ბათუმის ფოტოქრონიკები“- ასე ჰქვია ზაალ შენგელიას პერსონალურ გამოფენას, რომელიც აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნა. სამოცამდე ნამუშევარია წარმოდგენილი, ძირითადად პორტრეტები.
ნამუშევრებზე ასახული არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან ქალაქის ისტორიას. ზაალ შენგელიამ ცხოვრების დიდი ნაწილი,ორმოცდაათ წელზე მეტი მიუძღვნა ფოტოგრაფიას.
არის არაერთი გამოფენის, სახელოვნებო პროექტისა და სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილე. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრების ნახვა მსურველებს ორი დღის განმავლობაში შეუძლიათ.