​ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

09 მაისი 2025, 16:20 128 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება. მაღაროელთა ნაწილს დღეს სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი კვლავ ღირსეულ სამუშაო პირობებს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას, კუთვნილ ხელფასებს და ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულების გასათავისუფლებლად აქციის მონაწილეები ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ, რომ ჭიათურა არის არა კარიერი, არამედ ქალაქი, რომელსაც ხელისუფლების ყურადღება სჭირდება. 

პროტესტის 71-ე დღეს აქციის ხუთი მონაწილე შიმშილობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში