დღეს ევროპის დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საზეიმოდ აღნიშნავს, ღონისძიება დილიდან მიმდინარეობს სადაც არ გამოჩენილან ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრემიერის განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე მთავრობა არ მიიწვიეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნული საბჭოურ მიდგომად შეაფასა და თქვა რომ თუ საელჩო პროტოკოლს დაიცავდა და მთავრობას მიწვევას გაუგზავნიდა ისინი ამ ღონისძიებაზე აუცილებლად მივიდოდნენ.
პრემიერის ამ განცხადებაზე პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაუგზავნიათ, ეს იყო საჯარო ღონისძიება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპული მომავალი წარმოუდგენიათ საქართველოსთან ერთად.