„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ სახელწოდებით თბილისში, ევროპის მოედანზე აქცია გაიმართება. აქცია 19 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ.
აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.