იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მინისტრი გაეცნო  

10 მაისი 2025, 20:04 90 ნახვა

„ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოში ცივი ტბის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და მას 16.2 მილიონი ლარი მოხმარდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ტბა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი ასეულობით ტონა ნალექისგან.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბაზე გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები.

ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო საავტომობილო პარკინგი.

დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. რევაზ სოხაძე, ასევე, გაეცნო ქუთაისში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში