დაშავებული ქალი დღეს გაეწერება, კაცის მდგომარეობა სტაბილურია - ბათუმის მერია ქარის დროს დაშავებულ ცოლ-ქმარზე

11 მაისი 2025, 11:05 248 ნახვა

დაშავებული ქალი ბინაზე დღეს გაეწერება. რაც შეეხება მამაკაცს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია, - ბათუმის მერია ძლიერი ქარის დროს დაშავებული ცოლ-ქმრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება საზოგადოებას სტიქიის შემდგომ გაწეული სამუშაოებისა და ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

"ბათუმში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

 

მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი სადენი, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ასევე, ძლიერმა ქარმა გორგასლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა და ლითონის მასალის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი