ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

11 მაისი 2025, 11:18 130 ნახვა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დღეს დაიხურება. გაიმართება სიმბოლური ცერემონია, რომელზეც ორგანიზატორი კომპანია მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცემს.

გამოფენა წელს უკვე მე-16 გაიმართა და მასში 6 ქვეყნის 90 კომპანია მონაწილეობდა. მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტულ სფეროში მოღვაწე კომპანიების დაახლოვება და სამომავლო თანამშრომლობაა.

გამოფენაში მონაწილეობდა ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რომელსაც რეგიონი ოთხი სეზონის იმიტაციით ჰქონდა წარმოდგენილი. აქ მომსვლელებს, შეეძლოთ ერთ სივრცეში ენახათ როგორც მთიანი აჭარა, ასევე მისი საზღვაო მიმართულება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი