ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, წელს მეშვიდედ გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის სამართლის შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს საქართველოს 16 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
წლევანდელი ღონისძიების ფინალური ეტაპი ევროპის დღეების ფარგლებში - 9 და 10 მაისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.