ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

14 მაისი 2025, 12:20 807 ნახვა

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ლევან ზოიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. დავით მჭედლიშვილის განცხადებით, ქობულეთის მერის მოვალეობას, პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს.

ლევან ზოიძე უფლებამოსილების შესრულებას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუდგა.


ცოტა ხნის წინ, ლევან ზოიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.

მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ,,ქართულ ოცნებას'' და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - წერს ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი