გიორგი მურვანიძე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

14 მაისი 2025, 18:23 327 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა და შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა. 

"შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის ხელმძღვანელებმა მიმდინარე პროექტებზე, პროგრამებზე და სამოქმედო მიმართულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და ინიციატივები, რომლებიც მოქალაქეთა საჭიროებებს ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი