მახინჯაურში ავარია მოხდა. თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კვლევებისთვის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ გორგილაძის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ორი პირი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.