„ჩვენი სულიერების ბალავარი“ - სამეცნიერო კონფერენცია

16 მაისი 2025, 10:50 133 ნახვა

„ჩვენი სულიერების ბალავარი“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციის ძირითადი მიზანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომობასთან, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასა და ასევე საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებისა და უახლესი კვლევების წარმოჩენაა.

კონფერენცია მეთოთხმეტედ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი