„თურქიშ ეარლაინსი“ საქართველოს მიმართულებით დამატებით ხუთ ფრენას დანიშნავს

16 მაისი 2025, 16:11 203 ნახვა

„თურქიშ ეარლაინსი“ თბილისის მიმართულებით დამატებით ორ, ბათუმის მიმართულებით კი დამატებით სამ ფრენას დანიშნავს, ჯამში კი საქართველოსა და თურქეთს შორის კვირაში 48 რეისს განახორციელებს - ინფორმაციას ამის შესახებ „თურქიშ ეარლაინსი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, გაფართოების შედეგად თბილისის მიმართულებით კვირაში 34, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 14 რეისი დაინიშნება, რაც მგზავრებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობასა და წვდომას თურქული ავიახაზების უნიკალურ გლობალურ ქსელთან სტამბოლის აეროპორტის გავლით.

„თურქიშ ეარლაინსის“ საქართველოს ოფისის მენეჯერმა, ქენან ინჯემ განაცხადა, რომ ახალი სიხშირეების დამატება ასახავს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.

„ხუთი ახალი სიხშირის დამატება ასახავს ჩვენს მტკიცე რწმენას საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობასა და მზარდ საბაზრო პოტენციალზე. 48 ყოველკვირეული რეისით ქართველ მოგზაურებს ვანიჭებთ მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საჰაერო ხიდს ტურიზმის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით გამოცდილების გაცვლისთვის“,- აღნიშნა ინჯემ.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თურქული ავიახაზების ბილეთები საქართველოში და საქართველოდან ფრენებისთვის ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის, სავაჭრო ოფისებისა და ავტორიზებული ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი