მოქანდაკე და მხატვარ ბაჩო ჭამელაშვილთან შეხვედრა დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ხელოვანმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინა.
იგი 1996 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 2017 წლიდან კი გერმანიაში მოღვაწეობს, სადაც ქართული კულტურის ცენტრი - ხელოვნების სახლი დააარსა ემიგრანტი ბავშვებისთვის, სადაც ბავშვებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ ქართულ კულტურას.