სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

17 მაისი 2025, 11:17 81 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კონტროლის ფარგლებში მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება.

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის ისეთი მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას, როგორებიცაა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის ეტიკეტირება და მომხმარებლის ინფორმირება. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზს, როგორც მაღალი რისკის სურსათს, ინტენსიურად ამოწმებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს თევზი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

 

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის სარეალიზაციო ობიექტებში 81 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა (77 ინსპექტირება, 3 დოკუმენტური, 1 ზედამხედველობა). შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი