ხიდის კონსტრუქციული ნაწილის დაზიანების გამო, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, მიმდინარეობს ხიდის სტრუქტურული მდგრადობის შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრულ სამარშრუტო ხაზებზე:
N1 - სევერიან აჭარელის ქუჩა, გოგოლის ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, შინდისის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
N1ა და N4 - სევერიან აჭარელის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვები სამ თვემდე ვადით გაგრძელდება.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.