ბათუმში გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები დაზიანებული საავტომობილო გზის შეკეთებას ითხოვენ.
როგორც ამბობენ, გზაზე ორმულები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქუჩის მიმდებარედ მშენებლობები დაიწყო, გზაზე კი მაღალი ტონაჟობის ავტომობილებმა დაიწყეს მოძრაობა.
მოქალაქეები დახმარებას ბათუმის მერიას სთხოვენ, ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ლორთქიფანიძის ქუჩა 144 -ის მიმდებარედ ორმულის შეკეთება ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უკვე გათვალისწინებული აქვს და აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები კვირის ბოლომდე განხორციელდება.